გამოკითხულთა უმრავლესობა საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს – NDI-ის კვლევა

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს.

კითხვაზე, როგორ შეაფასებდნენ პრეზიდენტის საქმიანობას, გამოკითხულთა 16 პროცენტი ამბობს, რომ კარგად აფასებს, 41 პროცენტი საშუალოდ, 30 პროცენტი კი ცუდად აფასებს პრეზიდენტის საქმიანობას. არ ვიცი – 11-მა პროცენტმა უპასუხა, ხოლო გამოკითხულთა ერთმა პროცენტმა უარი განაცხადა პასუხზე.

კვლევაში აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას კაცები უფრო კრიტიკულად აფასებენ, ვიდრე ქალები.

მსგავსი თემები