2023 წლის პირველ 9 თვეში საქართველოში 52 ადამიანი მოკლეს – დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის 5 შემთხვევა დაფიქსირდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის იანვრიდან-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 52 ადამიანი მოკლეს. სტატისტიკის მიხედვით, 9 თვეში საქართველოში განზრახ მკვლელობის 27 და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის 25 ფაქტი დაფიქსირდა. უწყების ცნობით, რეგისტრირებული 52 შემთხვევიდან – 47 გახსნილია. სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 9 თვეში განზრახ მკვლელობის 8 შემთხვევით ნაკლები დაფიქსირდა, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობამ კი 4-ით მოიმატა. ამასთან, იანვარ-სექტემბრის პერიოდში დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის 5 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 2-ით აღემატება. შსს-ს ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის პირველ 9 თვეში მკვლელობის მცდელობის 44, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობის…

მეტი...

სლოვაკეთი უკრაინის საზღვართან სატვირთო მანქანების გადაადგილებას ისევ დაბლოკავს

სლოვაკეთი დღეიდან უკრაინის საზღვართან სატვირთო მანქანების გადაადგილებას კვლავ დაბლოკავს. სლოვაკეთის საგზაო ტრანსპორტის გაერთიანება UNAS-ი უკრაინის საზღვართან დაბლოკვას ადგილობრივი დროით 15:00 საათიდან განაახლებს. დაიბლოკება ტრანსპორტის შესვლა, მგზავრთა გადაადგილება კი არ შეიზღუდება. სლოვაკეთის საგზაო ტრანსპორტის გაერთიანების მთავარი მოთხოვნაა, უკრაინელი გადამზიდავებისთვის სალიცენზიო ნებართვის აღდგენა.

მეტი...

რუსეთის გაჩერება უკრაინაშია აუცილებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთს შეუძლია, აშშ კონფლიქტში ჩაითრიოს – ბლინკენი

რუსეთის გაჩერება უკრაინაშია აუცილებელი, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. მისივე თქმით, ერთადერთი ხალხი, ვინც ბედნიერი იქნება, თუ აშშ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შემცველ ფინანსურ პაკეტს კონგრესში კენჭს არ უყრის და არ დაამტკიცებს, მოსკოვში, თეირანსა და პეკინში ზის. „ვფიქრობ, ერთადერთი ხალხი, ვინც ბედნიერი იქნება, თუ აშშ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შემცველ ფინანსურ პაკეტს კონგრესში კენჭს არ უყრის და არ დაამტკიცებს, მოსკოვში, თეირანსა და პეკინში ზის. ახლა დროა, ვიმოქმედოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვიცით, რა მოხდება – პუტინი წინ წაიწევს დაუსჯელად და ჩვენ ვიცით, რომ ის უკრაინაში არ გაჩერდება და ის შესაძლოა,…

მეტი...

ფონიჭალაში გატაცებულ არასრულწლოვან გოგოს პოლიცია ამ დრომდე ეძებს

ფონიჭალაში გატაცებულ 16-წლის არასრულწლოვან გოგოს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. არასრულწლოვანი ცოლად შერთვის მიზნით,  საკუთარი სახლიდან ძალის გამოყენებით წაიყვანეს. შემთხვევა 9 დეკემბერს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გოგო რამდენიმე თვის წინ დანიშნეს, თუმცა მას ოჯახის შექმნა არ სურდა. გამოძიება ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

მეტი...

საჰაერო იერიში კიევზე – დაშავდა ოთხი ადამიანი

კიევზე რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ კიევის თავზე მტრის რვა რაკეტა და 18 „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, რაკეტის ფრაგმენტები  დარნიცკისა და გოლოსევსკის რაიონებში ჩამოვარდა. მისივე თქმით, ფრაგმენტებმა საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დააზიანა. გამთენიისას უკრაინის დედაქალაქ კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა. 11 დეკემბერს 4:15 საათზე კიევსა და რეგიონში საჰაერო  განგაში გამოცხადდა.

მეტი...

გულწრფელად ვესაუბრე ვიქტორ ორბანს – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არგენტინის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს „რაც შეიძლება გულწრფელად“ ესაუბრა. „ინაუგურაციის ფარგლებში, რამდენადაც ეს შესაძლო იყო, გულწრფელად ვესაუბრე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანს და ნათელია, რომ ეს საუბარი ჩვენს ევროპულ საქმეებზე იყო“, – განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ,  ვიქტორ ორბანი უკრაინასთან ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების დაწყებას ეწინააღმდეგება.

მეტი...

ბლინკენის განცხადებით, ისრაელმა მეტი უნდა გააკეთოს მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ისრაელმა მეტი უნდა გააკეთოს მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. მისი თქმით, ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის განზრახვასა და შედეგებს შორის დიდი სხვაობაა. „განზრახვა არსებობს, მაგრამ შედეგებსა და განზრახვას შორის დიდი სხვაობაა, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელმა გადადგა დამატებითი ნაბიჯები, მაგალითად, სამხრეთში უსაფრთხო ტერიტორიების მარშრუტის დანიშნა. საჭიროა მეტი ჰუმანიტარული პაუზა, მეტი განსაზღვრული უსაფრთხო მარშრუტი, რათა ადამიანებმა იცოდნენ, როდის და სად არის უსაფრთხო გადაადგილება შესაძლებელი. ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ გაზრახვა და შედეგი მაქსიმალურად ახლოს იქნება ერთმანეთთან“, – განაცხადა ბლინკენმა.

მეტი...

,,რუსეთში მყოფებს ეჭვი არ შეეპაროთ: პასუხის აგებს ყველა – ტერორისტებიდან დაწყებული ტერორის პროპაგანდისტებით დამთავრებული“ – ზელენსკი

მაქსიმალურად ვმუშაობთ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, რუსული რეჟიმი იმეორებს უკვე ჩადენილ ბოროტებას, მაგრამ ცდილობს, ყოველი დარტყმა უფრო მტკივნეული გახადოს. „ჩვენ ახლა ვაგრძელებთ მუშაობას, თითქმის ყოველ კვირას უკრაინისთვის ახალი შეთანხმებები და შესაძლებლობები მოაქვს. რუსული რეჟიმი იმეორებს უკვე ჩადენილ ბოროტებას, მაგრამ ცდილობს, ყოველი დარტყმა უფრო მტკივნეული გახადოს. ჩვენ ეს ვიცით და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იცავს უკრაინას „შაჰედის“ უპილოტო საფრენი აპარატებისგან, ვინც იგერიებს რუსეთის სარაკეტო დარტყმებს, ჩვენს დაზვერვას და ყველა პარტნიორს, ვინც მიიღო გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას და ტერორისტი…

მეტი...

12 დეკემბერს ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში მიიღებს

12 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში უმასპინძლებს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ზელენსკი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით 11 დეკემბერს გაემგზავრება. მათივე ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, გამართავს შეხვედრებისა და მოლაპარაკებების სერიას. „ვაშინგტონში მოლაპარაკებების მთავარ თემებს შორის იქნება უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვითი თანამშრომლობის გაგრძელება, კერძოდ, ერთობლივი პროექტები იარაღისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს იქნება უკრაინის პრეზიდენტის მეორე ვიზიტი აშშ-ში. ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში პირველად სექტემბერში იმყოფებოდა.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა გარდაბანში –  დაიღუპა 1 ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა გარდაბანში –  დაიღუპა 1 ადამიანი. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...