თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, საავტობუსო ზოლში სასკოლო ტრანსპორტიც შეძლებს მოძრაობას

თბილისის საჯარო და კერძო სკოლების ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავს, საავტობუსო ზოლში გადაადგილებას შეძლებენ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა. სასკოლო ტრანსპორტი საავტობუსო ზოლში გადაადგილებას გარკვეული პირობებით დაცვით შეძლებს. „ვინაიდან ამ ქალაქში კერძო ავტომანქანების სიჭარბის გამო საცობების პრობლემა ჯერ კიდევ დაუძლეველია და ვითვალისწინებთ რა პიკის საათებში სკოლის მოსწავლეების სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საჭიროებებს, გადავწყვიტეთ, M2 და M3 კატეგორიის სასკოლო ტრანსპორტსაც მივცეთ შესაძლებლობა, რომ გადაადგილდნენ საავტობუსო ზოლში, გარკვეული პირობებით. ეს ეხება საჯარო და კერძო სკოლებს. კერძოდ, გადაადგილების უფლება ექნება ტექნიკურად გამართულ სასკოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური…

მეტი...

ევროპარლამენტი კიევში ოფისის გახსნას დათანხმდა

ევროპარლამენტი უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსნების მოთხოვნის შემდეგ, დათანხმდა კიევში ოფისის გახსნას, უკრაინის პარლამენტის მხარდაჭერის გასაძლიერებლად.  ამის შესახებ ინფორმაციას Euroactive ევროპარლამენტის ბიუროს დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს. გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს უკრაინის პარლამენტთან ურთიერთობებს, კერძოდ, დააკავშიროს იგი ევროპარლამენტის „შესაბამის კომიტეტებთან“ და ხელი შეუწყოს ადმინისტრაციულ მუშაობას. ბიურო არის ევროპარლამენტის ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია დაწესებულების შიდა ფუნქციონირების შესახებ ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებებზე. ევროპარლამენტს აქვს სამეკავშირეო ოფისი თითოეულ წევრ სახელმწიფოში, რომელიც ეხმარება პარლამენტს მათთან კომუნიკაციაში, მაგალითად, დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციით, ღონისძიებების ორგანიზებით და ადგილობრივ მედიასთან კავშირით. დოკუმენტის მიხედვით, არაწევრ ქვეყნებში ევროპარლამენტის მხოლოდ რამდენიმე ოფისი ფუნქციონირებს, კერძოდ ნიუ-იორკში, ადის აბებასა და ჯაკარტაში.

მეტი...

მძევლების გათავისუფლებაზე მიღწეული შეთანხმება არის დაუღალავი დიპლომატიისა და დაუნდობელი ძალისხმევის შედეგი – ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების გათავისუფლებაზე მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანი პროგრესია. „დღევანდელი შედეგი არის დაუღალავი დიპლომატიისა და დაუნდობელი ძალისხმევის შედეგი“, – განაცხადა ბლინკენმა. ენტონი ბლინკენმა მადლობა გადაუხადა ეგვიპტესა და კატარს, დისკუსიებში მათი როლისთვის. „ჩემთვის პრიორიტეტია საზღვარგარეთ მყოფი ამერიკელების უსაფრთხოება და დაცვა. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას, რათა უზრუნველვყოთ ყველა მძევლის გათავისუფლება და მათი სწრაფი დაბრუნება ოჯახებთან“, – აღნიშნა ბლინკენმა.

მეტი...

29 900 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი ფული გაასაღეს – დაკავებულია 4 პირი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე დაკავებულია ოთხი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქ. თბილისში გაასაღეს 29 900 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულებისგან, დამატებით ამოღებულ იქნა 2-ცალი 100-დოლარიანი და 1-ცალი 50 ევროს ნომინალის ყალბი კუპიურები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

მეტი...

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო იმ უკიდეგანო ქველმოქმედების შესახებ,რომელიც განხორციელებული აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს – ღარიბაშვილი

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო იმ უკიდეგანო ქველმოქმედების შესახებ, რომელიც განხორციელებული აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, 3 მილიარდ დოლარზე მეტი ქველმოქმედება და ახლა უკვე ასეულობით მილიონი დოლარის კონტრიბუცია ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო „პარაგრაფ თბილისის“ საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ბიძინა ივანიშვილს მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა. „პარაგრაფ თბილისის“ ჯამური საინვესტიციო მოცულობა 150 მილიონი დოლარია და საინვესტიციო ღირებულებების გარდა, რომელიც თავისთავად არის საქართველოს ეკონომიკაში პირდაპირი განხორციელებული კონტრიბუცია, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს არის ახალი სერვისების განვითარების სტიმული და რაც მთავარია, ასობით ახალი სამუშაო ადგილი დედაქალაქისთვის. მე მინდა განსაკუთრებული მადლიერებით აღვნიშნო ამ პროექტის მთავარი ავტორის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი, მას მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ ასეთი მნიშვნელოვანი, არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებისთვის. მე მინდა მადლობა ვუთხრა „თანაინვესტირების ფონდს“, თითოეულ თანამშრომელს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო აი ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ახალი სასტუმრო მალე იქცევა თბილისის სტუმრების საყვარელ ადგილად. მე ასევე მინდა ვთქვა, რომ „თანაინვესტირების ფონდი“ უკვე მრავალი წელია აქტიურად მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საქმეში. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო იმ უკიდეგანო ქველმოქმედების შესახებ, რომელიც განხორციელებული აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, 3 მილიარდ დოლარზე მეტი ქველმოქმედება და ახლა უკვე ასეულობით მილიონი დოლარის კონტრიბუცია ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი...

პროკურატურამ, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა​

​საქართველოს პროკურატურამ, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ,,გამოძიებით დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ შპს „პრემიუმ ქარ საქართველო“ დაარეგისტრირა და ინტერნეტ-სივრცეში კომპანიის სახელით ავტომანქანების ჩამოყვანის თაობაზე ყალბი განცხადებები განათავსა. ბრალდებულმა, ავტომანქანის შეძენით დაინტერესებულ მოქალაქეებთან ნასყიდობის ხელშეკრულებები გააფორმა და ამ გზით, 17 მოქალაქის კუთვნილი, ჯამში 416 451,79 ლარი მიიღო, რის შემდეგაც მიიმალა. ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლება, 16 ეპიზოდი) წარედგინა. პროკურატურის…

მეტი...

ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე ახალი თავი იხსნება, რომელიც 9 პრიორიტეტთან არის დაკავშირებული – შალვა პაპუაშვილი

„დღეს საქართველოს პარლამენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმასთან ერთად უკვე მესამე კონფერენციას ატარებს, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებს ეძღვნება“, –  განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, წინა ორი კონფერენცია შედეგიანი აღმოჩნდა იმ მხრივ, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში, მივედით პოზიტიურ რეკომენდაციამდე. „ახლა უკვე ახალი თავი იხსნება ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე, რომელიც 9 პრიორიტეტთან არის დაკავშირებული. დღეს ამ საკითხებზე გვექნება მსჯელობა, მათ შორის  განვიხილავთ ჭარბი გავლენის თავიდან აცილების შესახებ სამოქმედო გეგმის პროექტს. იმედი მაქვს, რომ ამ საკითხის განხილვისას სამოქალაქო საზოგადოება აქტიური იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ეს გეგმა მალე დამტკიცდეს, იმისთვის, რომ გეგმის…

მეტი...

აჯანყების დღეს პრიგოჟინი გეგმავდა დუმაში სიტყვით გამოსულიყო

The Moscow Times  წყარეობზე დაყრდნობით წერს, რომ 2023 წლის 23 ივნისს, როცა კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” მებრძოლები აჯანყდნენ, მათი ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი აპირებდა სიტყვით გამოსულიყო სახელმწიფო სათათბიროში მრგვალ მაგიდაზე რუსული არმიის ხელმძღვანელობის მკაცრი კრიტიკით. ,,ის აპირებდა მთელი სიბნელის გახმოვანებას ჩრდილოეთის სამხედრო ოლქის შესახებ, თავდაცვის სამინისტროს შესახებ, იმის შესახებ, თუ რამდენი მსხვერპლია რეალურად ჩვენს მებრძოლებს შორის. ზოგადად, მთელი **** [კოშმარი]. თანაშემწეები ამზადებდნენ მის ჩამოსვლას”, – ამბობს გამოცემის თანამოსაუბრე. წყაროების თანახმად, პრიგოჟინი იმედოვნებდა, რომ ამ გზით შეძლებდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ყურადღების მიქცევას, ვისთანაც მან დაკარგა წვდომა, და მოიპოვებდა მის მხარდაჭერას თავდაცვის…

მეტი...

ბაიდენი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების გათავისუფლებაზე მიღწეული შეთანხმებით კმაყოფილია

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების გათავისუფლებაზე მიღწეული შეთანხმებით კმაყოფილია. მისი თქმით, კმაყოფილია იმით, რომ ზოგიერთი მძევალი, რომელმაც ენით აღუწერელი განსაცდელი გაიარა, შეთანხმების განხორციელებისთანავე ოჯახებს დაუბრუნდება. ,,ეს შეამსუბუქებს ღაზაში უდანაშაულო პალესტინელი ოჯახების ტანჯვას“, – ამბობს ბაიდენი. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, ამ შეთანხმების ყველა ასპექტის სრულად განხორციელება.  

მეტი...

სომალიში წყალდიდობას სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა

სომალიში წყალდიდობას სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა,  არიან დაკარგულებიც. ტერიტორიიდან 700 000 ადამიანის ევაკუაცია განხორცილდა. მედიის ინფორმაციით, ოქტომბრის ბოლოდან დღემდე სომალიში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა. მოსალოდნელია, მსხვერპლის გაზრდა.  

მეტი...

სავარაუდოდ, “ჰამასი” 50 მძევალს 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ გაათავისუფლებს – ”ბიბისი”

„ბიბისი“ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების შესახებ, სავარაუდოდ, შეთანხმება შედგა. „ბიბისისთან“ ანონიმური წყაროები აცხადებენ, რომ „ჰამასი“ 50 მძევალს, ძირითადად, ბავშვებსა და ქალებს 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ გაათავისუფლებს. „ბიბისის“ ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ომის კაბინეტთან მართავს შეხვედრას, რის შემდეგაც შეხვდება უშიშროების საბჭოსა და სამთავრობო კაბინეტს.

მეტი...

გერმანიაში, სიგარეტის ქურდობისთვის სამი ქართველი დააკავეს

გერმანიაში, სიგარეტის ქურდობისთვის 24, 26 და 30 წლის ქართველები დააკავეს. მედიის ინფორმაციით, მძარცველები სიგარეტის კოლოფებს სპორტულ ჩანთაში ათავსებდნენ. ქართველები პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

პოლონეთში ქართველი ქალი მოკლეს

პოლონური მედიის ინფორმაციით, პოლონეთში ქართველი ქალი მოკლეს. მედიის ცნობით, პოლიცია ამ დრომდე ეძებს ბრალდებულს, რომელიც სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქეა. მკვლელობა საცხოვრებელ ბინაში მოხდა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ქირაობდნენ. ქალის ცხედარი მეზობლებმა იპოვეს.  

მეტი...

დეზინფექციის გარეშე სამსახურში არ გადიან

ასე იწყება ყოველი დილა პეკინში კურიერებისთვის. დილაადრიან იკრიბებიან, სპეციალურ ინსტრუქციას გადიან, ასუფთავებენ ჩანთებს და დეზინფექციას ატარებენ, სანამ მომხმარებლამდე მივლენ. ეს ყველაფერი კი პანდემიამ მოიტანა. მას შემდეგ ცხოვრების წესი და რიტმი რადიკალუად შეიცვალა. ჩინეთში კი საკურიერო სამსახური ყველაზე მოთხოვნადი და დატვრთულია, რადგანაც მთელი ჩინეთი გადასულია ე.წ. ონლაინ მომსახურებაზე.

მეტი...