სავარაუდოდ, “ჰამასი” 50 მძევალს 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ გაათავისუფლებს – ”ბიბისი”

„ბიბისი“ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების შესახებ, სავარაუდოდ, შეთანხმება შედგა.

„ბიბისისთან“ ანონიმური წყაროები აცხადებენ, რომ „ჰამასი“ 50 მძევალს, ძირითადად, ბავშვებსა და ქალებს 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ გაათავისუფლებს.

„ბიბისის“ ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ომის კაბინეტთან მართავს შეხვედრას, რის შემდეგაც შეხვდება უშიშროების საბჭოსა და სამთავრობო კაბინეტს.

მსგავსი თემები