ბაიდენი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების გათავისუფლებაზე მიღწეული შეთანხმებით კმაყოფილია

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების გათავისუფლებაზე მიღწეული შეთანხმებით კმაყოფილია.

მისი თქმით, კმაყოფილია იმით, რომ ზოგიერთი მძევალი, რომელმაც ენით აღუწერელი განსაცდელი გაიარა, შეთანხმების განხორციელებისთანავე ოჯახებს დაუბრუნდება.

,,ეს შეამსუბუქებს ღაზაში უდანაშაულო პალესტინელი ოჯახების ტანჯვას“, – ამბობს ბაიდენი.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, ამ შეთანხმების ყველა ასპექტის სრულად განხორციელება.

 

მსგავსი თემები