ევროპარლამენტი კიევში ოფისის გახსნას დათანხმდა

ევროპარლამენტი უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსნების მოთხოვნის შემდეგ, დათანხმდა კიევში ოფისის გახსნას, უკრაინის პარლამენტის მხარდაჭერის გასაძლიერებლად.  ამის შესახებ ინფორმაციას Euroactive ევროპარლამენტის ბიუროს დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს უკრაინის პარლამენტთან ურთიერთობებს, კერძოდ, დააკავშიროს იგი ევროპარლამენტის „შესაბამის კომიტეტებთან“ და ხელი შეუწყოს ადმინისტრაციულ მუშაობას.

ბიურო არის ევროპარლამენტის ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია დაწესებულების შიდა ფუნქციონირების შესახებ ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებებზე.

ევროპარლამენტს აქვს სამეკავშირეო ოფისი თითოეულ წევრ სახელმწიფოში, რომელიც ეხმარება პარლამენტს მათთან კომუნიკაციაში, მაგალითად, დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციით, ღონისძიებების ორგანიზებით და ადგილობრივ მედიასთან კავშირით.

დოკუმენტის მიხედვით, არაწევრ ქვეყნებში ევროპარლამენტის მხოლოდ რამდენიმე ოფისი ფუნქციონირებს, კერძოდ ნიუ-იორკში, ადის აბებასა და ჯაკარტაში.

მსგავსი თემები