მძევლების გათავისუფლებაზე მიღწეული შეთანხმება არის დაუღალავი დიპლომატიისა და დაუნდობელი ძალისხმევის შედეგი – ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების გათავისუფლებაზე მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანი პროგრესია.

„დღევანდელი შედეგი არის დაუღალავი დიპლომატიისა და დაუნდობელი ძალისხმევის შედეგი“, – განაცხადა ბლინკენმა.

ენტონი ბლინკენმა მადლობა გადაუხადა ეგვიპტესა და კატარს, დისკუსიებში მათი როლისთვის.

„ჩემთვის პრიორიტეტია საზღვარგარეთ მყოფი ამერიკელების უსაფრთხოება და დაცვა. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას, რათა უზრუნველვყოთ ყველა მძევლის გათავისუფლება და მათი სწრაფი დაბრუნება ოჯახებთან“, – აღნიშნა ბლინკენმა.

მსგავსი თემები