ირაკლი ეძგვერაძე საგამოძიებო უწყებებს უნდობლობას უცხადებს და აცხადებს, რომ სასამართლოში მისვლას არ აპირებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ეძგვერაძე საგამოძიებო უწყებებს უნდობლობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ სასამართლოში მისვლას არ აპირებს. ეძგვერაძის თქმით, სრულყოფილი გამოძიების ჩატარება მისიჩვენების გარეშეც არის შესაძლებელი.

„შეუძლებელია, 50-მდე ადამიანი დღისით, მზისით აწყობდეს მსგავსს შეიარაღებულ თავდასხმას, რომელიც დაახლოებით 20 წუთი გრძელდება და ადგილზე მთელი ამ ხნის განმავლობაში არ ჩნდებოდეს სამართალდამცავი უწყების არცერთი თანამშრომელი. ამის გაგრძელებაა დანაშაულის არაეფექტური გამოძიება. გავიდა ორ კვირაზე მეტი და 50 ადამიანიდან დაკავებულია მხოლოდ ექვსი. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ვიდეომასალა. დანაშაულის გამოძიების ნაცვლად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩემს მეზობლებსა თუ ოჯახის წევრებზე ზეწოლით არის დაკავებული. შესაბამისად, მაქვს სრული უნდობლობა როგორც საგამოძიებო სტრუქტურების, ისე დასანქცირებული სასამართლოს მიმართ. ამ პირობებში მაქვს განცდა, რომ ჩემი ნებისმიერი ჩვენება შესაძლოა, გამოყენებული იყოს ჩემს წინააღმდეგ. სრულყოფილი გამოძიების ჩატარება ჩემი ჩვენების გარეშეც არის შესაძლებელი. შესაბამისად ვაპირებ, საქართველოს კონსტიტუციით ჩემთვის მონიჭებული უფლებით არ მივცე ჩვენება, არ ვითანამშრომლო პოლიტიკურ პროკურატურასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და დასანქცირებულ სასამართლოსთან რაიმე ფორმით. დღეს მაქვს სასამართლოში გამოკითხვა, სადაც არ ვაპირებ მისვლას, არ ვაპირებ ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას“, – განაცხადა ირაკლი ეძგვერაძემ.

მსგავსი თემები