,,მხარეებმა დაგმეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საზღვაო ბაზის განლაგების გადაწყვეტილება”- ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოსა და რუსეთში შვეიცარიის ელჩებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შვეიცარიის ელჩს საქართველოში ჰაიდი გრაუს და შვეიცარიის

ელჩს რუსეთში კრისტინა მარტი ლანგს შეხვდა.

 შეხვედრისას განხილვის მთავარ თემას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარება და რუსეთის დესტრუქციული ქმედებები წარმოადგენდა.

მხარეებმა დაგმეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საზღვაო ბაზის განლაგების გადაწყვეტილება.

საუბარი შეეხო საქართველოსა და ზოგადად რეგიონის უსაფრთხოების სხვა გამოწვევებს, უკრაინაში მიმდინარე რუსულაგრესიას და მის გავლენას.

ელჩებთან გამართული შეხვედრისას მიმოიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული უსაფრთხოების გარემო და აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტში საქართველოს

მნიშვნელოვანი სამშვიდობო როლი.

ნიკოლოზ სამხარაძემ ელჩებს ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადადგმული ნაბიჯებისა და 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით მიღწეული

პროგრესის შესახებ. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს საქართველო დამსახურებულ სტატუსს მიიღებს.

შეხვედრისას მხარეებმა, ასევე მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები.

მსგავსი თემები