ნიკოლ ფაშინიანი დსთ-ს სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს

სომხეთის პრემიერი დსთ-ს სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ, მან ყირგიზეთის პრეზიდენტთან, სადირ ჯაფაროვთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

,,საუბრისას ფაშინიანმა სინანულით განაცხადა, რომ რიგი გარემოებების გამო იგი ვერ მიიღებს მონაწილეობას დსთ-ს სახელმწიფო სათათბიროს საბჭოს სხდომაში”, – ნათქვამია მოხსენებაში.

ცნობისთვის, დსთ-ს სამიტი 13 ოქტომბერს, ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში გაიმართება.

მსგავსი თემები