„ჰამასს“ ვინც უჭერს მხარს, პასუხისმგებელია ისრაელზე საშინელ თავდასხმაზე – რიში სუნაკი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი აცხადებს, რომ ”ჰამასს“ ვინც უჭერს მხარს, პასუხისმგებელია ისრაელზე საშინელ თავდასხმაზე. პრემიერის თქმით, ისრაელის გვერდით დგას.

,,ვინც მხარს უჭერს „ჰამასს“, პასუხისმგებელია ამ საშინელ თავდასხმაზე. ისინი არ არიან თავისუფლებისთვის მებრძოლები, ისინი არიან ტერორისტები. ამ მოვლენებს ორი მხარე არ აქვს. მე ისრაელის გვერდით ვდგავარ. გაერთიანებული სამეფო ისრაელის გვერდით დგას ამ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორც დღეს, ისე ხვალ და ყოველთვის“, – განაცხადა სუნაკმა.

მსგავსი თემები