,,ისრაელში სიტუაციის ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პოლიტიკის ჩავარდნაა”- პუტინი

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ისრაელში სიტუაციის ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პოლიტიკის ჩავარდნაა.

„უკრაინული კრიზისიც გრძელდება და სამწუხაროდ, ვხედავთ სიტუაციის მკვეთ ესკალაციას ახლო აღმოსავლეთში. ვფიქრობ, ბევრი დამეთანხმება, რომ ეს არის ახალო აღმოსავლეთში აშშ-ის პოლიტიკის ჩავარდნის თვალსაჩინო მაგალითი. აშშ ცდილობდა კონფლიქტის დარეგულირების მონოპოლიზაციას, მაგრამ სამწუხაროდ, არ ადარდებს ისეთი კომპრომისების პოვნა, რომლებიც ორივე მხარისთვის იქნებოდა მისაღები. პირიქით, ცდილობდა წინ წაეწია ის საკუთარი წარმოდგენებით, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი და თან ზეწოლას ახდენდა ორივე მხარეზე“, – განაცხადა პუტინმა.

მსგავსი თემები