რუსეთი და ბელარუსი პოლონეთის საზღვართან აფეთქებას გეგმავენ – უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი

უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრის განცხადებით,  რუსეთისა და ბელარუსის სპეცსამსახურები ბელარუსის ნავთობბაზაზე ასაფეთქებელი ნივთიერებების ჩამოგდებას გეგმავენ, რათა ტერაქტში უკრაინელები დაადანაშაულონ.

,,შეთანხმება მიღწეულ იქნა რუსეთის ფედერაციის FSB-სა და ბელარუსის რესპუბლიკის კგბ-ს შორის “ცრუ დროშის” ოპერაციის ჩატარების შესახებ ,შემდგომში უკრაინისთვის დაბრალების მიზნით. ამ დროისთვის, ტერორისტული თავდასხმის ობიექტად განიხილება Brestoblnefteprodukt-ის ნავთობის საცავი ბრესტის ოლქის პრილუკის დასახლებასთან, რომელიც 2 კმ/შია ბელარუსი-პოლონეთის საზღვრიდან. თავდასხმა დაგეგმილია უპილოტო საფრენი აპარატიდან,”- აცხადებს უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი. 

მსგავსი თემები