პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების გაეროს სააგენტოს ინფორმაციით, ღაზის სექტორში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 180 000-ს აღწევს.
,,გასული 24 საათის განმავლობაში ღაზის სექტორში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა გაიზარდა და 180 000 ადამიანს მიაღწია. მოსალოდნელია ამ რიცხვის ზრდა,” – იტყობინება სააგენტო.