,,ირანი დიდი ხანია, მხარს უჭერს ჰამასს, ცხადია, ის თანამონაწილეა”- ჯონ კირბი

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, ირანი დიდი ხანია, მხარს უჭერს ჰამასს. მისი თქმით, ირანი თანამონაწილეა. ,,ირანი დიდი ხანია, მხარს უჭერს ჰამასს და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებს მთელ რეგიონში. ამ მხრივ, ცხადია, ირანი თანამონაწილეა, მაგრამ ამ ტიპის თაბდასხმების შესახებ კონკრეტული მტკიცებულებები არ გაგვაჩნია”, – აცხადებს კირბი.

მეტი...

,,დიდი ტყუილია, რომ მარიჯანის ქუჩაზე კედლის ჩამოშლა მიმდინარე მშენებლობას უკავშირდება”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მარიჯანის ქუჩაზე მდებარე ნაგებობა, საიდანაც გუშინ ძლიერი ქარის შედეგად კედელი ჩამოიშალა, არ არის მიმდინარე მშენებლობა. როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ობიექტი კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაუსრულებელი პროექტია. მუნიციპალიტეტი კი, გვერდით უდგას „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულ ადამიანებს. შესაბამისად, უახლოეს მომავალში მოხდება შენობის სრული დემონტაჟი და ახალი ნაგებობა აშენდება. „გუშინ ინფორმაცია არასწორად გავრცელდა, თითქოს ეს იყო მშენებარე ობიექტი. ეს ძალიან დიდი ტყუილია. იქ არანაირი მშენებარე ობიექტი არ ყოფილა. ეს არის კომპანია „ცენტრ პოინტის“ ძველი აშენებული ნაგებობა, რომელიც ეკუთვნის ამ კომპანიის მიერ დაზარალებულ ოჯახებს. როგორც იცით, ჩვენ გვერდით…

მეტი...

 „ჰამასი“ ისრაელიდან მძევლად აყვანილი ადამიანების დახოცვით იმუქრება

 „ჰამასი“ ისრაელიდან მძევლად აყვანილი ადამიანების დახოცვით იმუქრება, თუ ისრაელი ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობას წინასწარ გაფრთხილების გარეშე დაბომბავს. „ჰამასის“ სამხედრო ფრთის წარმომადგენელის, აბუ ობაიდის განცხადებით, სახლებში უსაფრთხოდ მყოფ პალესტინელებზე წინასწარი გაფრთხილების გარეშე თავდასხმის საპასუხოდ, მძევლებს დახოცავენ და ამას ტელევიზიით აჩვენებენ.  

მეტი...

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სრულად აკონტროლებენ ღაზის საზღვარს

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სრულად აკონტროლებენ ღაზის საზღვარს. ისრაელის თავდაცვის ძალების უმაღლესი სპიკერის, დენიელ ჰაგარის თქმით, სამხედროებმა დაიბრუნეს სრული კონტროლი ღაზას სექტორის საზღვარზე. „ბოლო დღეს არც ერთი ტერორისტი არ შემოსულა ღობედან“, – განაცხადა ჰაგარიმ. მისივე თქმით, საბრძოლო საინჟინრო ჯარები მუშაობენ გალავნის მახლობლად მდებარე ტერიტორიების დანაღმვაზე.  

მეტი...

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ,,გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასოდ ჩაუტარდებათ. 2023-2024 წლების გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი); აივ ინფექცია/შიდსის  მქონე პირები; ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები; აგრეთვე, 60…

მეტი...

ღაზაში 100-150-მდე მძევალია დაკავებული – გაერო-ში ისრაელის ელჩი

ისრაელის ხელისუფლების ინფორმაციით, ღაზაში 150-მდე მძევალია დაკავებული. ამის შესახებ გაერო-ში ისრაელის ელჩმა განაცხადა. ,,ჩვენ გვყავს მძევლების უპრეცედენტო რაოდენობა – 100-150-მდე. ველით, რომ წითელი ჯვარი, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, ფოკუსირებას მოახდენს ამ მძევლებზე და იმაზე, თუ როგორ ექცევიან მათ,” – განაცხადა ელჩმა. მისივე თქმით, ფოკუსირებული არიან ეროვნულ სტრატეგიაზე, რომელიც ითვალისწინებს “ჰამასის” ტერორისტული შესაძლებლობების მოსპობას. ,,ჩვენ ვერ აღვადგენთ უსაფრთხოებას ისრაელის მოქალაქეებისთვის, თუ “ჰამასი” გააგრძელებს სამხედრო გაძლიერებას. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა ვიხილოთ ჩვენი ბიჭები, გოგოები, ბებიები, ყველა, ვინც გაიტაცეს, გვსურს მათი დაბრუნება სახლში, მაგრამ ახლა, ფოკუსირებული ვართ ჩვენს ეროვნულ სტრატეგიაზე, რომელიც ითვალისწინებს “ჰამასის”…

მეტი...

137 000-ზე მეტი ადამიანი ღაზაში გაერო-ს თავშესაფრებს აფარებს თავს – გაეროს დახმარების სააგენტო

გაერო-ს დახმარების სააგენტოს განცხადებით, მის გადაუდებელ თავშესაფრებს ღაზაში 137 000-ზე მეტი ადამიანი აფარებს თავს. მათივე ინფორმაციით, 83 სკოლა თავშესაფრად არის გადაკეთებული. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს  მონაცემებით, ღაზაში 680-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, 3 700-ზე მეტი კი დაშავდა.

მეტი...

,,მუსიკა გამოირთო და ყველას უთხრეს – დაწექით იატაკზე”- ფესტივალის გადარჩენილი მონაწილე

მიხალ ოჰანა ერთ-ერთია, ვინც 7 ოქტომბრის დილით ქვეყანაში შემოჭრილი ჰამასის შეიარაღებული მებრძოლების მიერ განხორციელებულ ხოცვა-ჟლეტას გადაურჩა. გოგონა ლექტრონული მუსიკის ფესტივალ Nature Party-ზე იმყოფებოდა. მან  მოახერხა ვიდეოს გადაღება, თუ რა ხდებოდა ფესტივალზე თავდასხმის დროს.  მიხალ ოჰანა პორტუგალიის მკვიდრია და ისრაელში ძმისშვილის დაბადების აღსანიშნავად ჩავიდა. ,,ჩემი ძმისშვილი რამდენიმე დღის წინ დაიბადა, ჩემი და კი საავადმყოფოში დარჩა. მეგობრებთან ერთად წვეულებაზე წავედი. ყველაფერი კარგად იყო დილის ექვს საათამდე, სირენა რომ გაისმა, მუსიკა გამოირთო და ყველას უთხრეს, – დაწექით იატაკზე“. – განაცხადა ოჰანამ. ოჰანა და მისი მეგობრები ექვსი საათის განმავლობაში იმალებოდნენ ტანკის ქვეშ და გოგონამ…

მეტი...

პალესტინის პრეზიდენტი მოსკოვში ვიზიტს გეგმავს

რუსული მედია პალესტინის ელჩზე დაყრდნობით იუწყება, რომ პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის მოსკოვში ვიზიტისთვის, მზადება მიმდინარეობს. ელჩის თქმით,  პალესტინა რეგულარულ კომუნიკაციას ინარჩუნებს რუსეთთან. ,,ჩვენ ყოველდღიურად ვართ კონტაქტში მოსკოვთან. ახლა მზადება მიმდინარეობს პრეზიდენტი აბასის მოსკოვში ვიზიტისთვის”, – განაცხადა ელჩმა. მოსკოვში პალესტინის წარმომადგენელის თქმით, ელოდებიან კრემლის ოფიციალურ განცხადებას, თუ როდის გაიმართება ვიზიტი.

მეტი...

,,ვმუშაობთ, რათა დამატებითი რეისი კვლავ დაინიშნოს 12 ოქტომბრისთვის”- ლაშა ჟვანია

ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანიას განცხადებით,  11 ოქტომბრისთვის დანიშნულ დამატებით რეისზე ყველა ბილეთი რამდენიმე წუთში გაიყიდა. მისი თქმით,  ხელისუფლება მუშაობს, რომ დამატებითი რეისი დაინიშნოს 12 ოქტომბრისთვისაც. „კომპანია „აირზენასთან“ საქართველოს მთავრობის მოლაპარაკებით, 11 ოქტომბრისთვის დაინიშნა დამატებითი რეისი და დაახლოებით 15-20 წუთში ყველა ბილეთი გაიყიდა. შესაბამისად, ჩვენ ვმუშაობთ როგორც „აირზენასთან“, ისე ისრაელის მხარესთან, რათა დამატებითი რეისი დაინიშნოს კვლავ, 12 ოქტომბრისთვის. ისრაელში მყოფმა ჩვენმა მოქალაქეებმა, ვისაც საქართველოში დაბრუნების სურვილი აქვს, ყურადღება მიაქციონ ბილეთების გაყიდვებს“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

მეტი...

14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო ტარების ფაქტებზე, 1996 წელს დაბადებული, ძებნილი, ა.ს. დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა მამაკაცმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 2009 წელს დაბადებულ ა.შ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ა.ს. ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის…

მეტი...

,,რუსეთი დაინტერესებულია ახლო აღმოსავლეთში ომის გაჩაღებით”- ზელენსკი

რუსეთი დაინტერესებულია ახლო აღმოსავლეთში ომის გაჩაღებით, რათა შეარყიოს მსოფლიო ერთიანობა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა. მისი თქმით, მოსკოვის ირანელი მეგობრები ღიად უჭერენ მხარს მათ, ვინც თავს დაესხა ისრაელს. „რუსეთი დაინტერესებულია ახლო აღმოსავლეთში ომის გაჩაღებით, რათა ტკივილისა და ტანჯვის ახალმა წყარომ შეარყიოს მსოფლიო ერთიანობა, გაზარდოს უთანხმოება, წინააღმდეგობები და ამით დაეხმაროს რუსეთს ევროპაში თავისუფლების განადგურებაში. ჩვენ ვხედავთ რუს პროპაგანდისტებს, რომლებსაც უხარიათ. ჩვენ ვხედავთ, რომ მოსკოვის ირანელი მეგობრები ღიად უჭერენ მხარს მათ, ვინც თავს დაესხა ისრაელს და ეს ყველაფერი ბევრად უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე მსოფლიო ამჟამად აღიქვამს. წარსულის…

მეტი...