,,ტერორიზმთან ბრძოლა ისრაელთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენი ერთობლივი ამოცანაა”- მაკრონი

,,ტერორიზმთან ბრძოლა ისრაელთან და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენი ერთობლივი ამოცანაა”,- ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მისი თქმით, ”ჰამასის” თავდასხმას არანაირი გამართლება და ახსნა არ აქვს.

,,კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი სოლიდარობა, ჩვენი სრული სოლიდარობა ისრაელთან. გერმანია და საფრანგეთი ერთად დგანან ებრაელი ხალხის გვერდით ამ ტრაგიკულ მომენტებში. ტერორიზმთან ბრძოლა ისრაელთან და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენი ერთობლივი ამოცანაა. ამ თავდასხმას არანაირი გამართლება და ახსნა არ აქვს”,- განაცხადა მაკრონმა.

 

მსგავსი თემები