ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად 1008 ადამიანია დაღუპული

ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად 1008 ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში ისრაელის საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაშავებულია 3 418 ადამიანი.

თავდასხმის დროს 123 სამხედრო დაიღუპა. ისრაელიდან ღაზის სექტორში გატაცებულია 150-მდე ადამიანი.

 

 

მსგავსი თემები