ღაზის საზღვართან მდებარე კიბუც ბეერში 100-ზე მეტი გვამი იპოვეს

ისრაელის მოხალისეობრივი სამძებრო-სამაშველო ორგანიზაცია ZAKA-ს ინფორმაციით, 10 ოქტომბერს ღაზის საზღვართან მდებარე კიბუც ბეერში 100-ზე მეტი გვამი იპოვეს.

„დიდი გუნდები მთელი დღის განმავლობაში ასუფთავებდნენ ცხედრებს კიბუც-ბეერისგან“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე ინფორმაციით,  ამ დროისთვის 108 ცხედარია ნაპოვნი, თუმცა ტერიტორია სრულად არ არის გაწმენდილი.

„დღეს მოხალისეები ბეერის კიბუცში შევიდნენ და იქ საზარელი სანახაობა დახვდათ – ზოგი გარდაცვლილი ზრდასრული იყო, ზოგიც – ბავშვი”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

კიბუცი  სასოფლო-სამეურნეო კომუნაა ისრაელში.

მსგავსი თემები