,,გადავდივართ სრულ შეტევაზე” – ისრაელის თავდაცვის მინისტრი

„მე მოვხსენი ყველა შეზღუდვა, ჩვენ აღვადგინეთ კონტროლი ტერიტორიაზე და გადავდივართ სრულ შეტევაზე“. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზის სექტორის საზღვარზე მყოფ სამხედროებთან შეხვედრისას განაცხადა.

„თქვენ გექნებათ შესაძლებლობა შეცვალოთ რეალობა. ჩვენ ვნახეთ ამის ფასი და თქვენ ნახავთ ცვლილებას. „ჰამასს“ სურდა ცვლილება ღაზაში, ის ნახავს 180 გრადუსიან ცვლილებას, განსხვავებულს იმისგან, რასაც ისინი ელოდებოდნენ. ისინი ინანებენ ამ მომენტს, ღაზა არასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო“, – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი თემები