ვოლოდიმირ ზელენსკი რუმინეთში  ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუმინეთში  ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა Twitter-ის საკუთარ ანგარიშზე დაწერა.

,,მე ჩავედი ბუქარესტში პრეზიდენტთან, კლაუს იოჰანისთან მოსალაპარაკებლად და ჩვენი მეზობლური ურთიერთობების გასაძლიერებლად”, – აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში განიხილება უსაფრთხოების შემდგომი თანამშრომლობა, ავიაციის და სხვა კოალიციების განვითარება, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, შავ ზღვაში უსაფრთხოების არქიტექტურა და პარტნიორებთან ურთიერთობა.

„უკრაინა მადლიერია რუმინეთის მხარდაჭერისთვის, რომელიც აძლიერებს ჩვენს სახელმწიფოს, ისევე როგორც კონსტრუქციული სოლიდარობისთვის, რომელიც საშუალებას აძლევს ჩვენს ქვეყნებს იყვნენ უსაფრთხოების დონორები მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით სასურსათო უსაფრთხოების სფეროში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები