ლევან ხაბეიშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დავით კეზერაშვილს კვიპროსში შეხვდებიან

„ნაციონალური მოძრაობის“თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის წევრები, მათ შორის პეტრე ცისკარიშვილი, დავით კირკიტაძე და გიორგი ბოტკოველი კვიპროსში დავით კეზერაშვილთან შესახვედრად გაემგზავრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

„საქართველოს რუსული ხელისუფლება არ აძლევს შესაძლებლობას, მათ შორის, ადამიანებს, რომლებიც არიან პოლიტიკური დევნილები, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ. არამარტო კეზერაშვილთან შესახვედრად მივდივარ – ძალიან ბევრ პატრიოტ ქართველს შევხვდები“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები