ღაზის სექტორიდან ეგვიპტესთან დამაკავშირებელი ერთადერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი დაიკეტა

ღაზის სექტორიდან ეგვიპტესთან დამაკავშირებელი ერთადერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი, რომელიც პალესტინის ქალაქ რაფაში მდებარეობს, დაიკეტა. მიზეზი ისრაელის მიერ რაფას დაბომბვა გახდა, რის გამოც, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ევაკუაცია გამოცხადდა.

გარდა ამისა, პალესტინური მხარე საკონტროლო-გამშვები პუნქტის დაბომბვის შესახებაც იუწყება, თუმცა ისრაელის თავდაცვაში აცხადებენ, რომ სასაზღვრო პუნქტი არ დაუბომბავთ. ​სამიზნეს მიწისქვეშა გვირაბები წარმოადგენდა, რომლებიც შეიარაღებისა და აღჭურვილობის კონტრაბანდისთვის გამოიყენებოდა.

მსგავსი თემები