ჰამასი სხვა ქვეყნების ომში ჩათრევას ცდილობს – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით,  დაჯგუფება ჰამასი სხვა ქვეყნების ომში ჩათრევას ცდილობს. მათივე განცხადებით, ახლა ჰამასის მებრძოლების მთავარი მიზანია ისრაელის სახელმწიფოს განადგურება.

,,ჩვენ ვხედავთ, რომ ჰამასმა თავიდანვე მოუწოდა ჰეზბოლას ჩრდილოეთში, პალესტინელებს ლიბანში, სირიაში, იუდეასა და სამარიაში, ჩაერიონ ამ ომში და მათ დაეხმარონ. ახლა [ჰამასის] მებრძოლების მთავარი მიზანია ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და რაც შეიძლება მეტი ებრაელის მოკვლა”, – აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.

მსგავსი თემები