ბოლო ათ წელიწადში საქართველოში სიღარიბე ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია – ირაკლი ღარიბაშვილი

თუ გავიხსენებთ 2012 წელს, მაშინ სიღარიბის მაჩვენებლი იყო დაახლოებით 30%, უმუშევრობა იყო 27%-ზე მეტი. დღეს არის 17% უმუშევრობის მაჩვენებლი და სიღარიბე არის 15%-ზე ჩამოსული. ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე საქართველოში, ბოლო 10 წელიწადში –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სიღარიბე და უმუშევრობა დღეს არის ისტორიულ მინიმუმზე.
„თუ გავიხსენებთ 2012 წელს, მაშინ სიღარიბის მაჩვენებლი იყო დაახლოებით 30%, უმუშევრობა იყო 27%-ზე მეტი. დღეს არის 17% უმუშევრობის მაჩვენებლი და სიღარიბე არის 15%-ზე ჩამოსული.
ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე საქართველოში, ბოლო 10 წელიწადში.
ამიტომ, ჩვენ ახლა ამ გამოწვევას რომ ვუპასუხოთ ეფექტური ქმედებით და ნაბიჯებით, აი ამ საჭიროებებზე და ამ გამოწვევაზე დაყრდნობით, შევიმუშავეთ საინტერესო კონცეფცია, კიდევ მინდა გავიმეორო.
რა თქმა უნდა, ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშნელობა ექნება ბიზნესთან კოორდინაციას და კოორდინირებულ მუშაობას. პრაქტიკულად ჩვენ თუ სწორად დავგეგმავთ ყველა ამ პროფესიას და ამ პროგრამებს, შეიძლება ითქვას, რომ 100%-ით იქნება გარანტირებული დასაქმება ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ჩააბარებს პროფესიულ კოლეჯში, რა თქმა უნდა, დაამთავრებს, ისწავლის და შეიძენს საჭირო უნარ-თვისებებს.
აი ეს მინდოდა მოკლედ მეთქვა თქვენთვის. მე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგი ამილახვარს, რომელმაც ძალიან აქტიურად იმუშავა ბოლო თვეების განმავლობაში, მას შემდეგ რაც დაინიშნა მინისტრად.
ვფიქრობ, საინტერესო კონცეფცია არის, მანამდე, რა თქმა უნდა, სააგენტოში იყო დამუშავებული მთელი რიგი ხედვები და ახლა ვთხოვ ბატონ მინისტრს, რომ წარმოგიდგინოთ ეს ახალი ხედვა და კონცეფცია. დიდი მადლობა“, –  განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები