დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა მიხეილ კალანდიამ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა

„ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა მიხეილ კალანდიამ საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა. კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებით, მიხეილ კალანდიას მიმართ ქართულმა სასამართლოებმა პოლიტიკური ძალების ზეგავლენის შედეგად გამოიტანეს გამამტყუნებელი განაჩენი, შესაბამისად, პრეზიდენტმა ის უნდა შეიწყალოს. ,,კალანდიას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არის ის ინსტიტუტი, რომელსაც შეუძლია სამართლიანობის აღდგენის ნაწილში უდიდესი როლი შეასრულოს, რადგან თვლის, რომ მის მიმართ შერაცხული ბრალი დღემდე დაუსაბუთებელია და განაჩენი პოლიტიკურად ანგაჟირებული ძალების შედეგად საქართველოს სასამართლოზე განხორციელებული ზეწოლითაა დამდგარი. ვიდრე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, კალანდია ელოდება, რომ ქალბატონი პრეზიდენტი თავის დისკრეციას გამოიყენებს და…

მეტი...

,,ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზა მოეწყობა” – ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, დროებით ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზა მოეწყობა. მისი თქმით, შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა ხელი უკვე მოაწერეს. “ჩვენი დღესასწაულის დღეს ჩვენს პორტში პატარა სარაკეტო ხომალდი შემოვიდა. ძალიან თანამედროვე გემი – სერიოზული საბრძოლო შესაძლებლობებით. ჩვენ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება”, – აცხადებს ბჟანია. მისივე თქმით, ეს ყველაფერი დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის უსაფრთხოების გაძლიერებისთვის კეთდება.

მეტი...

ოთარ შამუგია საფრანგეთის რესპუბლიკის სოფლის-მეურნეობისა და სურსათის მინისტრ მარკ ფენოს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, საფრანგეთის ქალაქ კლერმონ-ფერანში, საფრანგეთის რესპუბლიკის სოფლის-მეურნეობისა და სურსათის მინისტრ მარკ ფენოს მეცხოველეობის დარგის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გამოფენაზე – Sommet De L’elevage, ქართულ სტენდთან უმასპინძლა. მიმდინარე წელს, საქართველო გამოფენაში საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. შეხვედრაზე ორი ქვეყნის მინისტრებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის მიმართულებები და შედეგები განიხილეს. ოთარ შამუგიამ ფრანგ კოლეგას მადლობა გადაუხადა მოწვევისთვის და აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან პარტნიორობის გაძლიერება დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „მოგეხსენებათ, საქართველოსთვის ისტორიული მომენტი დგას – ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა და, მოცემულ ეტაპზე, გვაქვს მოლოდინი, რომ მივიღებთ ევროკავშირის…

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით 280 470 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

​უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 280 470 ჯარისკაცი დაკარგა. უწყების ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები  ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 280 470; ტანკი – 4 757;  ჯავშანტექნიკა – 9 052;  საარტილერიო სისტემა – 6 643; სარაკეტო სისტემა – 804; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 540; თვითმფრინავები – 316; ვერტმფრენი – 315; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 5 129; საკრუიზო რაკეტები – 1 530; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 8 980;  გემი/ნავი/კატარღა – 20; წყალქვეშა ნავი – 1; ​სპეციალური აღჭურვილობა – 948.

მეტი...

ევროპაში ძალიან ბევრი მეგობარი გვყავს – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით,  რუსეთს ევროპაში ბევრი მეგობარ ჰყავს. მისი თქმით, მათი მხარდამჭერები ჩუმად ყოფნას ამჯობინებენ და საკუთარ პოზიციას სხვებს არ ახვევენ. ,,იცით, ჩვენი ევროპაში ბევრი მეგობარი გვყავს, იმიტომ რომ ის ადამიანები, ვინც თვლიან, რომ ტრადიციული ოჯახური ფასეულობები გაქრა, ძალიან აგრესიულად იქცევიან, განსაკუთრებით ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში. ამავდროულად, ევროპულ ქვეყნებში იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ჩვენს შეხედულებებს იზიარებენ, ძალიან მაღალია. ისინი უბრალოდ, ჩუმად არიან და საკუთარ პოზიციას სხვებს თავზე არ ახვევენ – აცხადებს პუტინი.

მეტი...

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებაზე მეორე მოსმენით იმსჯელა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად იმსჯელა. კანონპროექტის თანახმად, ზუსტდება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ამკრძალავი ხასიათის ღონისძიებები. შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს კანონპროექტით ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას ან შეკრების  და  მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით, კანონპროექტი შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლების განხორციელებას არ ზღუდავს. „ეს არ…

მეტი...

დარწმუნებული ვარ, აშშ-ის კონგრესი უკრაინას აუცილებელ მხარდაჭერას გაუწევს – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი უკრაინას აუცილებელ მხარდაჭერას გაუწევს. მისი თქმით, დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური პროცესი სწრაფად დაამტკიცებს დამატებით თანხებს უკრაინის შემდგომი მხარდაჭერისთვის. „დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ის კონგრესი უკრაინას აუცილებელ მხარდაჭერას გაუწევს. კონგრესში არის როგორც დემოკრატი, ისე რესპუბლიკელი წევრების დიდი რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია და დიდი უმრავლესობა ამის მომხრეა. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური პროცესი სწრაფად დაამტკიცებს დამატებით თანხებს უკრაინის შემდგომი მხარდაჭერისთვის. როგორც იცით, ჩვენ ეს საკითხი განვიხილეთ აშშ-ის პრეზიდენტთან, სხვა სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურებთან ერთად, ტელეფონით. აშშ-ის პრეზიდენტის გზავნილი იყო, რომ ნამდვილად…

მეტი...

ქორწილში, ბაბუამ 12 წლის შვილიშვილი შემთხვევითი დაჭრა

აშშ-ში ბაბუას, რომელმაც შემთხვევით ესროლა თავის 12 წლის შვილიშვილს ბრალი წაუყენეს. 62 წლის მაიკლ გარდნერი ზეიმს ხელმძღვანელობდა დენტონში Hillcrest Events-ზე.  დაახლოებით საღამოს 5 საათზე კი სტუმრების ყურადღების მიპყრობის მიზნით მან რევოლვერი ჰაერში გაისროლა. გარდნერმა „გადაწყვიტა, მოეპყრო ყველას ყურადღება და ქორწილი ხმაურით დაეწყო. როდესაც მან გადაწყვიტა ამ რევოლვერის ჩაქუჩი უკან დაებრუნებინა, ის ჩამოცურდა და ესროლა მის შვილიშვილს მარცხენა მხარში, რამაც დაზიანება გამოიწვია“, – განაცხადა ლანკასტერის ოლქის შერიფის ოფისის უფროსმა მოადგილემ, ბენ ჰუჩინმა. ბიჭის დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არ იყო და ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდნერი ბავშვზე ძალადობისა და ცეცხლსასროლი იარაღით ადამიანის დაჭრის ბრალდებით…

მეტი...

,,დასვენებული და გარუჯული „ახალი მენეჯმენტი“ საკონსულტაციო შეხვედრის დღეს მართავს აქციას”- ნიკა მელია

საკონსულტაციო შეხვედრის დღეს, ზაფხულის არდადეგებიდან დაბრუნებული, დასვენებული და გარუჯული „ახალი მენეჯმენტი“ მართავს აქციას, მიშას თავისუფლების მოთხოვნით…. ყოველივე ეს მხოლოდ ერთ რამეს მახსენებს, „ოცნების“ ხელწერას – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. „7 ოქტომბერს, თანამოაზრეებმა, ადამიანებმა, ვისაც ქვეყნის უკეთესი მომავალი გვინდა, ვისაც გვინდა ცვლილება და „ქართული ოცნების“ მმართველობის სისტემის დემონტაჟი, დავნიშნეთ საკონსულტაციო შეხვედრა, რომ განვიხილოთ როგორ ვაგრძლებელთ ბრძოლას… პარტიის მენეჯმენტი, რომელსაც გამარჯვება მივულოცე, მიუხედავად ბინძური მეთოდებით, ფარული ჩანაწერებითა და სხვა გამოვლინებებით, „ოცნების“ სტილში ჩატარებული კამპანიისა, ვუსურვე ღირსებითა და სიმართლით მართვა – ვიცოდი, ძალიან დასჭირდებოდათ, ღირსებისა და სიმართლის დეფიციტი ექნებოდათ…. ამ მენეჯმენტმა მოსვლიდან ხუთ…

მეტი...

ბათუმის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ახალშობილი გარდაიცვალა

ბათუმში არსებულ ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ახალშობილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას “TV25.GE” ავრცელებს. შემთხვევა გუშინ  მოხდა. სავარაუდოდ, ახალშობილი მშობიარობის დროს დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით საავადმყოფოში კომენტარს არ აკეთებენ.  

მეტი...

,,არ ვებღაუჭები სავარძელს, მაგრამ ყველა ჩემი ანალიზი აჩვენებს, რომ ჩემი გადადგომის შემთხვევაში უარესი იქნება”- ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მისი თანამდებობიდან გადადგომა სომხეთის პრობლემებს ვერ მოაგვარებს. „ჩემი წასვლით თუ ყველა გამოწვევა ნეიტრალიზებული იქნება, მე ამას გავაკეთებ. მე არ ვებღაუჭები სავარძელს, მაგრამ ყველა ჩემი ანალიზი აჩვენებს, რომ ჩემი გადადგომის შემთხვევაში უარესი იქნება. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომაც არ ვტოვებ თანამდებობას“, – განაცხადა ფაშინიანმა. ​მისივე თქმით, ის, ვინ იქნება სომხეთის პრემიერ-მინისტრი, მხოლოდ სომეხი ხალხის გადასაწყვეტია. „სამწუხაროდ, მხოლოდ მთავრობაზე არაა დამოკიდებული სომხეთის გარშემო შექმნილი გლობალური სიტუაცია. გლობალურ სიტუაციაში ჩვენ უნდა დავიკავოთ სწორი პოზიცია. არა მხოლოდ ახლა, არამედ წარსულშიც, ყოველთვის არ გამოდიოდა სწორი პოზიციის დაკავება. ჩვენ 30 წელი მშვიდობა…

მეტი...

როგორი ამინდი იქნება 5-6 ოქტომბერს – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5-6 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილისში 5-6 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 5-6 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 5-6 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 5-6 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 5-6 ოქტომბერს უნალექო ამინდი…

მეტი...

,,კაცი კაცია და ქალი  – ქალი, ეს უბრალოდ საღი აზრია”- ბრიტანეთის პრემიერი

არ უნდა დაგვაძალონ, ვირწმუნოთ, რომ ადამიანებს შეუძლიათ, აირჩიონ ნებისმიერი სქესი, რაც მათ უნდათ, მათ არ შეუძლიათ, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მშობლებისთვის საკამათო არ უნდა იყოს იმის ცოდნა, თუ რას ასწავლიან მათ შვილებს სკოლაში ურთიერთობების შესახებ. „პაციენტებმა უნდა იცოდნენ, როდესაც საავადმყოფოები საუბრობენ მამაკაცებზე ან ქალებზე. არ უნდა დაგვაძალონ, ვირწმუნოთ, რომ ადამიანებს შეუძლიათ, აირჩიონ ნებისმიერი სქესი, რაც მათ უნდათ, მათ არ შეუძლიათ. კაცი კაცია და ქალი  – ქალი, ეს უბრალოდ საღი აზრია“, – განაცხადა რიში სუნაკმა.

მეტი...

,,ისეთ დროში ვცხოვრობთ, როცა ქვეყანა მარცხდება, მსოფლიოში პატივს არ გვცემენ”- დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მთელი ყურადღება პრეზიდენტობაზე აქვს გადატანილი და წარმომადგენელთა პალატის სპიკერობაზე არ ფიქრობს. „მე ყველაფერს გავაკეთებ დასახმარებლად, მაგრამ ჩემი აქცენტი, ჩემი მთლიანი ყურადღება არის პრეზიდენტობისკენ – გულწრფელად რომ ვთქვათ, იმისთვის, რომ ამერიკა კვლავ დიდებულად ვაქციოთ, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროში, როდესაც ქვეყანა ძლიერ მარცხდება. ჩვენ პატივს არ გვცემენ მსოფლიოში. საპროცენტო განაკვეთები, გადასახადები მაღალია, ინფლაცია საშინელია. რაც გაგვიკეთეს, ცოცხლად გვჭამს“, – განაცხადა ტრამპმა.

მეტი...