ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ქუჩის ბინადარი ძაღლებისათვის განკუთვნილი ხის სახლები რამდენიმე მისამართზე განათავსა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუჩის ბინადარი ძაღლებისათვის განკუთვნილი ხის სახლები დედაქალაქის მასშტაბით კიდევ რამდენიმე მისამართზე განათავსა.
სახლები განთავსდა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტრიაზე, ორხევის დასახლებაში, ალექსანდრე წულუკიძის მესამე შესახვევსა და ოთარ ჭილაძის ქუჩაზე.
,,სახლების დადგმის პროცესში მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველმა ადამიანებმა მიიღეს მონაწილეობა.
ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე 1925 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ცხოველთა უფლებებსა და კეთილდღეობასთან დაკავშირებით.
საერთაშორისო ორგანიზაციები და ცხოველების მოყვარული ადამიანები ამ დღეს მოუწოდებენ ყველას, რომ ისაუბრონ ცხოველების მაგივრად, რადგან მათ თავად საუბარი არ შეუძლიათ.
სააგენტო საჯარო და კერძო სექტორს ცხოველების კეთილდღეობისათვის განხორციელებულ აქტივობებში ჩართულობისაკენ მოგიწოდებთ და კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით მოქალაქეებს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის,”- ნათქვამია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები