საბავშვო ბაღში ნარკოტიკების ზემოქმედებისგან 1 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ნიუ-იორკის პოლიციამ დააკავა საბავშვო ბაღის მეპატრონე, სადაც ნარკოტიკების ზემოქმედებისგან 1 წლის ბავშვი გარდაიცვალა, ხოლო 3 საავადმყოფოში გადაჭარბებული დოზის გამო მოხვდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ნიკოლას დომინიკი ფენტანილის შესუნთქვის შედეგად გარდაიცვალა. ეს ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებელია, რომელიც ყველაზე ხშირად მედიცინაში ანესთეზიისთვის გამოიყენება და ჰეროინზე 50-ჯერ უფრო ძლიერია.

ფელიქს ჰერერა გარსია მექსიკაში დააკავეს.  პოლიციის ინფორმაციით, ნარკოტიკი ხალიჩის ქვეშ იყო მოთავსებული, რომელზედაც ბავშვები იძინებდნენ.

მსგავსი თემები