ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარია

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთ კორპუსში ხანძარია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ცეცხლი მე-12 სართულზე მდებარე ბინაში გაჩნდა.

შემთხვევის ადგილას მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან. ამ დროისთვის სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.

 

მსგავსი თემები