ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ინგირში – არიან დაშავებულები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ საშუალო სიმძიმის ტრავმები აღენიშნებათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შეჯახების სავარაუდო მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

მსგავსი თემები