საკონსტიტუციოს პლენუმი გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა – პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმე

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა. 14 ოქტომბრამდე უნდა გახდეს ცნობილი, რას გადაწყვეტს 9 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია.

,,კონსტიტუციით დადგენილ ვადებში დასკვნა პარლამენტში იქნება გადაგზავნილი”, – განაცხადა მერაბ ტურავამ.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ საკითხზე სამი დღის განმავლობაში მსჯელობდა. პრეზიდენტისა და ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლები იხსენებდნენ ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტებს, რა დროსაც ის საქართველოს ევროპული კურსის მხარდასაჭერად  გერმანიის, საფრანგეთისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს შეხვდა.

მხარეები დღეს კითხვების დასმის ეტაპზე იყვნენ, დღესვე, მცირე შესვენების შემდეგ ისინი დასკვნითი სიტყვებით წარდგნენ.

მსგავსი თემები