„არ ვეთანხმებით, რომ აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ” – ბჟანია

,,ჩვენ ვერ დავეთანხმებით თეზისს, რომ აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ეს, ცხადია, არ შეესაბამება სიმართლეს”, –ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ”თეზისი მხარდაჭერილია საქართველოს მოკავშირეების – აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის მიერ.”

„ალბათ, ვინმესთვის მნიშვნელოვანია ამაზე საუბარი, რადგან ეს თეზისი მხარდაჭერილია საქართველოს მოკავშირეების – აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის მიერ. თქვენ იცით, როგორი ურთიერთობები გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკის, სოციალურ სფეროებში რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარების შედეგად. ეს რამენაირად ჯდება ტერმინ “ოკუპაციაში”? შესაბამისად, ეს სასცილოც კი არაა, თუმცა, დაე, ასეც იფიქრონ”,- აცხადებს ბჟანია.

მსგავსი თემები