იაკის რძე მსოფლიოში საუკეთესო პროდუქტად ითვლება – ვიდეორეპორტაჟი ტიბეტიდან

იაკი – ეს არის შინაური ცხოველი, რომლის სამშობლო ტიბეტია. აქ მოსახლეობას ძირითადად იაკი და  ძროხა ჰყავს მოშენებული. იაკებს წველიან, მის რძეს სვამენდა ასევე სხვადასხვა ნატურალურ პროდუქტს აწარმოებენ.

იაკი საშუალო წლიურად 300-350 კგ იწველის. რძის ცხიმიანობაა 6-7%. ხორცი მაგარია, მაგრამ გემრიელი.

ტიბეტში, ლულანში სწორედ იაკის წველის პროცესი გადავიღე და ადგილობრივებსაც გავესაუბრე. იაკს ძირითადად მაღალმთიან ადგილებში აშენებენ.

როგორც ტიბეტელმა ბებოებმა მითხრეს, იაკის რძე მსოფლიოში საუკეთესო პროდუქტია, რადგანაც ის შეიცავს იმუნოგლობულინის მაღალ დონეს,  რომელიც შეიძლება დაეხმაროს ორგანიზმს იმუნიტეტის რეგულირებაში და გააუმჯობესოს დაავადებისადმი წინააღმდეგობა.

მათივე თქმით, იაკის რძე  ასევე არის კალციუმის კარგი დანამატი, რადგან იაკის რძე მდიდარია ნატურალური რძის კალციუმით. ის ასევე შეიცავს 18 აუცილებელ ამინომჟავას.

ვნახოთ რეპორტაჟი

ეკა გულუა ტიბეტიდან

მსგავსი თემები