,,ახლა აშშ-ში რთული საარჩევნო პერიოდია, სხვადასხვა ხმა ისმის, ზოგი ხმა ძალიან უცნაურია”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,  ახლა აშშ-ში რთული საარჩევნო პერიოდია და ძალიან უცნაური ხმები ისმის.

ჟურნალისტებმა მას კითხვა დაუსხვეს, ხომ არ ღელავს იმის გამო, რომ აშშ-ის დროებით ბიუჯეტში უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის განკუთვნილი თანხა არ არის გათვალისწინებული.

„ჩემი აზრით, უკრაინაში ღელვა ომის პირველივე დღეს შევწყვიტეთ, ახლა ღელვა უკვე გვიანია, ჩვენ ახლა უნდა ვიმუშაოთ. მე ვიყავი ვაშინგტონში წელს, შევხვდი პრეზიდენტ ბაიდენს და მივიღე 100-პროცენტიანი მხარდაჭერა თეთრი სახლისგან, ასევე, ორპარტიული მხარდაჭერა მქონდა კონგრესში. ახლა აშშ-ში რთული საარჩევნო პერიოდია, სხვადასხვა ხმა ისმის, ზოგი ხმა ძალიან უცნაურია. ამის შესახებაც ვისაუბრებთ დღეს“, – განაცხადა ზელენსკიმ მგრანადაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მისვლისას.

მსგავსი თემები