ზურაბიშვილი შეტყობინებას გიგზავნით, მაგრამ თქვენ ხომ უნდა იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი აქ არ თქვათ? – კობახიძე ჩუგოშვილს

საკონსტიტუციო სასამართლოში,  პრეზიდენტის წარმომდგენლის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, 2019 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა და მასთან მოლაპარაკებები გამართა.

,,პრეზიდენტმა გვთხოვა, გავაზიაროთ, რომ 2019 წლის სექტემბერში საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროში, გენასამბლეის დროს ლავროვს შეხვდა და მოლაპარაკებები გამართა. ეს პრეზიდენტმა გუტერეშისგან გაიგო ოფიციალური შეხვედრის დროს,“ – განაცხადა ჩუგოშვილმა.

რაზეც ირაკლი კობახიძემ განაცხადა:

,,რა შუაშია? სალომე ზურაბიშვილი ამას გიგზავნით, მაგრამ თქვენ ხომ უნდა იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი არ თქვათ აქ? მართლა არასერიოზულია ეს ყველაფერი. ჩვენ სამართლებრივ საკითხებზე ვსაუბრობთ და აქ მიდის დემაგოგია,“ – მიმართა კობახიძემ ჩუგოშვილს.

მსგავსი თემები