,,ვაღიარებ, ამპარტავანიც ვარ”- კობახიძე კოპალეიშვილს

“თქვენ ძალიან თვითკმაყოფილებით გამოირჩევით, ბატონო ირაკლი” – ამ სიტყვებით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა ”ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს.

“დიდი მადლობა, ვაღიარებ, ამპარტავანიც ვარ” – ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ მაია კოპალეიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე.

აღნიშნული განცხადება მაია კოპალეიშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა: “ბოდიში, რომ სწორად მიმყავს პროცესი”, რაზეც კოპალეიშვილმა უპასუხა, რომ “საზოგადოება შეაფასებს, სწორად მიჰყავს თუ არა  პროცესი”.

 

მსგავსი თემები