თბილისში, ერთ-ერთი კორპუსის სარდაფში ცხედარი იპოვეს

თბილისში, დადიანის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსის სარდაფში ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ფორმულა” ავრცელებს.

ადგილობრივებმა პოლიციას მძაფრი სუნის გამო მიმართეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცველები იმყოფებიან.

დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მსგავსი თემები