ამ წუთებში თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს

ამ წუთებში თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს.

ახალგაზრდები ,,ქართული ოცნების” მიერ ე.წ. კარკვების კანონის მიღებას აპროტესტებენ, რომელიც გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას ზღუდავს და დემონსტრანტებისთვის მთელ რიგ აკრძალვებს აწესებს.

კანონპროექტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას და შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

მსგავსი თემები