,,მე მას ვუშვებდი ყველგან, მაგრამ მან შეცვალა ორიენტირები და ნდობა დაიკარგა” – ღარიბაშვილი

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეს ეხმაურება.

,,იმედი მაქვს, პრეზიდენტი გააცნობიერებს იმას, რომ ქვეყანას გაცილებით მეტი მნიშვნელოვანი საკითხები აქვს მოსაგვარებელი. თუკი იგი მხარს დაგვიჭერს და გახდება ჩვენი მხარდამჭერი ამ პროცესში, მე მხოლოდ მადლიერებით მივესალმები მის ამ ძალისხმევას. შეგახსენებთ, რომ სტატუსის მინიჭებამდეც, როცა იყო მომართვები პრეზიდენტისგან, მე მას ვუშვებდი ყველგან. ჩვენ, მთავრობა ვუგზავნიდით თანხმობის წერილებს. რატომაც არა, თუ კიდევ ერთით მეტი ხმა იქნებოდა ევროპაში, რომელიც ჩვენს სათქმელს იტყოდა. რატომაც არა, ეს მისასალმებელია, მაგრამ მან სამწუხაროდ, რადიკალურად შეცვალა ეს ორიენტირები და მთელი მისი მესიჯბოქსი და ნდობა დაიკარგა. ჩვენ ბუნებრივია, ოპოზიციონერს, ჩვენი მანდატით და ჩვენი  უფლებამოსილების ქვეშ ვერ გავუშვებდით ევროპაში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები