“ინგასავით 7-ჯერ ისროლა, მოგარტყათ და თქვენ არ უპასუხეთ” – ირაკლი კობახიძე

ინგასავით შვიდჯერ ისროლა, უფრო სწორად მოგარტყათ, მაგრამ თქვენ არ უპასუხეთ, – ამ სიტყვებით მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის წარმომადგენელ მაია კოპალეიშვილს.

მაია კოპალეიშვილმა ირაკლი კობახიძეს ჰკითხა: გთხოვთ, განმარტოთ, რას გულისხმობს, აწარმოებს მოლაპარაკებებს, რადგან თქვენს წარდგინებაში სწორედ ამაზე აპელირებთ, რომ შეხვდა საფრანგეთის, გერმანის პრეზიდენტებს ბრიუსელში, აწარმოა მოლაპარაკებები და დაარღვია კონსტიტუციაო. გთხოვთ, აგვიხსნათ, რას გულისხმობთ მოლაპარაკებების წარმოებაში და რატომ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტმა ამ შეხვედრების დროს აწარმოა მოლაპარაკებები“.

ირაკლი კობახიძის თქმით,  წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება ნიშნავს, როცა საგარეო ურთიერთობებში წარადგენ შენს ქვეყანას ნებისმიერი ფორმით, მათ შორის დისტანციური ფორმით.

„საგარეო ურთიერთობებში სადაც კი წარდგება პრეზიდენტი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ყველგან ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას. ამას ეხებოდა ევა გოცირიძის შვიდი კითხვა, ინგასავით შვიდჯერ ისროლა, უფრო სწორად მოგარტყათ, მაგრამ თქვენ არ უპასუხეთ. ეს ხუმრობით, მაპატიეთ, მცირე გადახვევისთვის. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება ნიშნავს, როცა საგარეო ურთიერთობებში წარადგენ შენს ქვეყანას ნებისმიერი ფორმით, მათ შორის დისტანციური ფორმით. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, მოლაპარაკებებში არ იგულისხმება რაიმე კონკრეტული ტიპის მოლაპარაკებები. არ აზუსტებს კონსტიტუცია. შეიძლება სადღაც იყოს დაზუსტებული, მაგალითად კანონში – მოლაპარაკებები ხელშეკრულების დადების მიზნით. შეიძლება, ასეთი რამ იყოს, შეიძლება, შპს-ს ეწეროს წესდებაში. აქ არავითარი განსხვავება არ არის. რეალურად, მოლაპარაკებებში იგულისხმება ნებისმიერი საუბარი, რომელსაც უნდა ჰქონდეს კონკრეტული სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგი. ნებისმიერი საუბარი, დიალოგი, რომელიც მიზნად ისახავს, თქვენს სიტყვებს ვამბობ, კონკრეტული პოლიტიკური ან სამართლებრივი შედეგის დადგომას, თავისი შინაარსით არის მოლაპარაკებები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები