„თანამშრომლობა ბუნებასა და ადამიანებს შორის“ – ვიდეორეპორტაჟი ტიბეტის საერთაშორისო ფორუმიდან

„დედამიწა არის საერთო სახლი. სუფთა წყალი და მთები, თოვლიანი მთები და მყინვარები – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბენეფიტი და ინვესტიცია ხალხის ცხოვრებაში“ – ეს სწორედ ის ძირითადი ხაზია, რაზეც ტიბეტში, საერთაშორისო თანამშრომლობის ტრანს ჰიმალაის მესამე ფორუმზე კეთდება აქცენტები.

ორდღიან ფორუმს ჩინეთის ავტონომიური რეგიონის – ტიბეტის ქალაქი ნიინჩიში მასპინძლობს. ბიოუსაფრთხოება, სუფთა ენერგია, ბუნებრივი რესურსები, ეკოლოგია, დაბალი ნახშირბადის ენერგია ჩვენი უსაფრთხოება და მომავალია, აღნიშნავენ გამოსვლები.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან ი-მ აქცენტი ტურიზმზე, ეკოლოგიაზე და კულტურულ გაცვლაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ტიბეტში რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ჩამოვიდეს და საკუთარი თვალით ნახოს სუფთა გარემო, მწვანე ეკოლოგია და შეიგრძნოს ბუნება.

ფორუმს სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია ესწრება. ზოგი წარმოდგენილია საგარეო საქმეთა მინისტრის სახით, ზოგი პრემიერ-მინისტრის სახით ზოგი კი სხვა სამთავრობო სტრუქტურით. როგორც ჩინეთის საგერო საქმეთა მინისტრი ვან ი აღნიშნავს, ტიბეტის კულტურას მხოლოდ ჩინეთზე არ აქვს გავლენა და ის მნიშვნელოვანია მთელი სოფლიოსთვის.

ფორუმზე ასევე აქცენტები კეთდება ბიოუსაფრთხოებაზე, ბუნებრივ რესურსებზე, მწვანე, დაბალი ნახშირბადის ენერგიაზე და როგორც გამომსვლელები აღნიშნავენ, სწორედ ეს არის უსაგრთხოება და მომავალი.

ეკა გულუა ტიბეტიდან

 

მსგავსი თემები