,,პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილი ყველა წითელ ზღვარს კვეთს და ასეთ დროს რა ნდობაზეა საუბარი”- კობახიძე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობა პრეზიდენტს არ ენდობა. მისი თქმით, ” საქართველოს პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილი ყველა წითელ ზღვარს კვეთს და ასეთ დროს რა ნდობაზეა საუბარი.”

,,არ არსებობს ნდობა მთავრობასა და პრეზიდენტს შორის, მთავრობა არ ენდობა პრეზიდენტს. იმიტომ რომ პრეზიდენტი გამოვიდა მაგალითად 26 მაისს, სამარცხვინოდ, ბოდიში მოუხადა მთავრობის საქმიანობისთვის 2008 წელს დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს, ამის შემდეგ როგორ უნდა ენდოს მთავრობა პრეზიდენტს? ნდობაზეც არ არის საუბარი. საქართველოს პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილი ყველა წითელ ზღვარს კვეთს და ასეთ დროს რა ნდობაზეა საუბარი. რა თქმა უნდა, მთავრობას აქვს 0 ნდობა პრეზიდენტის მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება კანდიდატის სტატუსის მიღებას. რაც შეეხება თავად სალომე ზურაბიშვილს, ის პირდაპირ მოქმედებს რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგით და თქვენ იცით, რა არის კოლექტიური ნაცმოძრაობის მიზანი, რომ სტატუსი ვერ მივიღოთ,”- განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები