,,რუსეთმა დააზარალა მოლდოვა, ეცადა გაეტეხა და დაეყო საქართველო, ახრჩობს ბელარუსს” – ზელენსკი

,,რუსეთმა დააზარალა მოლდოვა, ეცადა გაეტეხა და დაეყო საქართველო, ახრჩობს ბელარუსს”. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელი ლიდერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან, მეზობელი ქვეყნების მიმართ აგრესიაზე ისაუბრა:

,,მოსკოვმა ნათლად აჩვენა თავისი ამბიცია, დაიპყროს მეტი იმპერიული სივრცე, იმისთვის, რომ ევროპა არ იყოს თავისუფალი ერებისა და დემოკრატიების ადგილი, იმისთვის, რომ დაარღვიოს ევროპის ერთიანობა. ამისთვის ომი არის რუსეთის ძირითადი ინსტრუმენტი, ინსტრუმენტი სხვების დასამონებლად ან მათზე მანიპულაციისთვის. რუსეთი ათწლეულების განმავლობაში ცდილობდა მეზობელ ქვეყნებზე კონტროლის შენარჩუნებას, ომების დაწყებით და კონფლიქტის გაყინვით. რუსეთმა დააზარალა მოლდოვა, ეცადა გაეტეხა და დაეყო საქართველო, ახრჩობს ბელარუსს, დაახრჩო და ცდილობს უკრაინის სხეულიდან ტერიტორიების მისაკუთრებას”, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესპანეთში მიმდინარე სამიტზე, 2028 წლისთვის, რუსეთიდან მომდინარე ახალ საფრთხეებზე საუბრისას

მსგავსი თემები