აშშ ისრაელის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებს

აშშ ისრაელის მოქალაქეებისთვის 30 ნოემბრიდან უვიზო რეჟიმს აამოქმედებს. ისრაელის მოქალაქეებს აშშ-ს ტერიტორიაზე გაჩერება უვიზოდ, 90 დღემდე შეეძლებათ.

სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება ისრაელსა და აშშ-ს შორის უსაფრთხოებისა და ეკონომიკის კავშირების გაძლიერების ნიშანია.

არსებული ინფორმაციით, სავიზო ბარიერები შეუმცირდებათ პალესტინელ-ამერიკელებსაც, რომლებიც ცხოვრობენ როგორც დასავლეთ სანაპიროზე, ასევე შეერთებულ შტატებში. მათ შესაძლებლობა ექნებათ ისრაელის ბენ გურიონის აეროპორტის გავლით, ისრაელში უვიზოდ შევიდნენ.

მსგავსი თემები