ემანუელ მაკრონის სიტყვები არის პარიზის წაქეზება და პროვოკაცია – ზახაროვა

ემანუელ მაკრონის სიტყვები, რომ რუსეთი აზერბაიჯანის თანამზრახველია, რომელიც საფრთხეს უქმნის სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას, არის პარიზის წაქეზება და პროვოკაცია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის საფრანგეთის წარმომადგენლების პროვოკაციული ენა და ქმედებები.

„ფანტაზიორი, რა უნდა ვთქვა. მსგავსი რამის შეფუთვას ძალიან მდიდარი ფანტაზია სჭირდება. ნამდვილად გაუგებარია, რაზე ვსაუბრობთ. ეს არის წაქეზება, სხვა საკითხებთან ერთად. ეს არის საფრანგეთის წარმომადგენლების პროვოკაციული ენა და ქმედებები, მათი ჩართულობა სომხურ-აზერბაიჯანული ნორმალიზაციის პროცესში, როდესაც ისინი მოქმედებდნენ არა შუამავლის პოზიციიდან რეგიონში მშვიდობის აღდგენის მიზნით, არამედ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებით“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

მსგავსი თემები