აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ყოფილი დე ფაქტო ლიდერი რუბენ ვარდანიანი დააკავა

აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მთიანი ყარაბაღის ყოფილი დე ფაქტო ლიდერი რუბენ ვარდანიანი დააკავეს.

ვარდანიანის ცოლის ინფორმაციით, ის იმ მომენტში დააკავეს, როდესაც მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში გადასვლას ცდილობდა. რუბენ ვარდანიანი არის რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი, რომელიც საინვესტიციო კომპანიის „ტროიკა დიალოგის“ მფლობელია.

ვარდანიანის დაკავების ფოტო აზერბაიჯანის საზღვრის დაცვის სამსახურმა გამოაქვეყნა. მომხდარს უკვე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი, რომელმაც განაცხადა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია რუსეთის მოქალაქის რუბენ ვარდანიანის დაკავების შესახებ. შემდეგ პესკოვმა დაამატა, რომ მან ასევე არ იცის, აქვს თუ არა ბიზნესმენს ამ დრომდე რუსეთის პასპორტი.

მსგავსი თემები