,,ბარხატნი სეზონია” და მოგზაურობს – ირაკლი ზარქუა პრეზიდენტზე

ბარხატნი სეზონია” და მოგზაურობს – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” წევრი, ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილის ევროპულ ვიზიტებს

მისი თქმით, პრეზიდენტუ ვიზიტებს უბრალოდ ითავსებს და ამით აფორმებს, რომ თითქოს საქართველოს ევროპული მომავლისთვის იღწვის.

,,ბარხატნი სეზონია”, ასე ეძახიან. ეტყობა, ეს დრო დაუდგა თუ რაღაც და მოგზაურობს. სხვანაირად როგორ – სიჯიუტესაც ვერ დავარქმევთ იმას, რასაც ქალბატონი პრეზიდენტი აკეთებს. მოგზაურობაა ეს, მეტი არაფერი. უბრალოდ, ითავსებს და ამით აფორმებს, რომ თითქოს, საქართველოს ევროპული მომავლისთვის იღწვის. მას შეეძლო, ეს პირველ შემთხვევაში გაეკეთებინა, როცა ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსზე პოლიტიკურად უარი მივიღეთ, მაშინ ჩაფრენილიყო საფრანგეთში, გერმანიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში, ჩუმად რატომ იყო?”. – განაცხადა ზარქუამ.

მსგავსი თემები