სამეგრელოში ახალგაზრდა კაცს დენმა დაარტყა და ადგილზე გარდაიცვალა

სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში 34 წლის კაცს დენმა დაარტყა და ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა კაცი საკუთარ სახლში ელექტრო-გაყვანილობას აკეთებდა.

ახლობლების ცნობით, გარდაცვლილი დარჩელის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში სტიქაროსანი იყო.

ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

მსგავსი თემები