ყარაბაღში საწვავის საცავში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა

26 სექტემბერს ყარაბაღში,  სტეფანაკერტის მახლობლად საწვავის საცავში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა.

აფეთქების შედეგად დაშავდა 290 ადამიანი, მათგან 168 სომხეთის სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. უცნობია 105 ადამიანის ადგილსამყოფელი

აფეთქება იმ დროს მოხდა, როცა მოსახლეობა, რეგიონის დასატოვებლად, საწვავის მისაღებად რიგში იდგა.

რამ გამოიწვია აფეთქება, ამ დროისთვის უცნობია.

 

მსგავსი თემები