უკრაინა ბოიკოტს გამოუცხადებს უეფას ტურნირებს, რომელშიც რუსეთი მიიღებს მონაწილეობას

უკრაინა ბოიკოტს გამოუცხადებს უეფას ტურნირებს, რომელშიც რუსეთი მიიღებს მონაწილეობას.

,,უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია მკაცრად გმობს უეფას გადაწყვეტილებას რუსეთის 17-წლამდელთა გუნდების საერთაშორისო ტურნირებში დაბრუნების შესახებ. უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია დაჟინებით მოითხოვს უეფასა და ფიფასგან წინა გადაწყვეტილებების დაცვას რუსეთის ყველა გუნდის საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ.

უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია ადასტურებს, რომ ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას რუსეთის გუნდების მონაწილეობით არცერთ ტურნირში და მივმართავთ უეფას სხვა წევრ ასოციაციებს, ბოიკოტი გამოუცხადონ შესაძლო მატჩებს რუსული გუნდების მონაწილეობით”, – ნათქვამია უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, 26 სექტემბერს, კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზეც მიიღეს გადაწყვეტილება ევროპულ ტურნირებში რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრებების შესახებ.

მსგავსი თემები