სადახლოზე სატვირთოს სამალავში 278 208 ლარის არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სადახლოზე 278 208 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს.

უწყების ცნობით,  მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის რ.მ-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში (მისაბმელის იატაკში მოწყობილ სამალავში) 40 320 კოლოფი თამბაქოს ნაწარმი (ე.წ. საღეჭი თამბაქო) აღმოაჩინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 278 208 ლარი შეადგინა.

შემოსავლების სამსახურმა საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისათვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადასცა.

მსგავსი თემები